У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ახალგაზრდა პოეტი თემო შენგელაია მშობლიურ ქალაქში ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად წარსდგა.
ცოტნე დადიანის დარბაზმა ზუგდიდელი მოზარდები ახალგაზრდა პოეტს თემო შენგელაიას შეახვედრა. N2 საჯარო სკოლის ფოიეში სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად შეიკრიბნენ და ახალგაზრდა პოეტის პოეზია საჯაროდ მოისმინეს. თემოსთვის პოეზია მისი სამყაროა.მისი შემოქმედება ყველას და ყველაფერს ეხება. წერს მეგობრებზე, სიყვარულზე, გრძნობებზე,ემოციებზე, მოკლედ,მისი ლექსები ყოველთვის ამბობენ სათქმელს. ლექსწებმა სათქმელი დღესაც თქვეს.ასეთი მართომასშტაბიანი პოეზიის საღამო ზუგდიდში თემურ შენგელაიასთვის პირველია და დღევანდელ დღეს თავად პოეტი ემოციურად აფასებს. თემურ შენგელაის ვიზიტზე და ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ცოტნე დადიანიდ დარბაზის დამფუძნებელმა კონსტანტინე კაკავამ ისაუბრა.