Friday, 12 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

პოეზია დღეს - პოეზიის საღამო ზუგდიდში/ თემურ ელიავა

პოეზია დღეს - პოეზიის საღამო ზუგდიდში/ თემურ ელიავაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
18 ივნისს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ზუგდიდს ახალგაზრდა თაობის გამორჩეული პოეტები ესტუმრნენ. შემოქმედებითი პროექტის „პოეზია დღეს“ მონაწილეებმა პარალელელურ რეჟიმში ორ შეხვედრა გამართეს. პოეტების ერთამ ჯგუფმა - თემურ ელიავამ, ზაზა სუყაშვილმა, გიორგი ბალახაშვილმა, რუსო ბაზალიმ, რაჟდენ გველესიანმა, ანი კიკნაძემ, დავით კინწურაშვილმა და ჯანო შენგელიამ პოეზიის საღამო დევნილთა ახალ ჩასახლებაში(ლაღიძის ქ. № 4) გაიმართეს. როინ აბუსელიძე, გენრი დოლიძე, დავით ყვავაძე, ეკა კვიციანი, თეა თაბაგარი, ნინო ნეკერიშვილი და პაპუნა გიორგაძე მკითხველს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეხვდნენ, სადაც ავტორების წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. პოეტებმა ბიბლიოთეკას საკუტარი კრებულები უსახსოვრეს. პოეტ თემურ ელიავას პროექტი „პოეზია დღეს“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ნათია ფიფია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის "პოეზია დღეს" დასკვნითი ღონისძიება სამხატვრო გალერეაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ზუგდიდს ახალგაზრდა თაობის გამორჩეული პოეტები ესტუმრნენ. შემოქმედებითი პროექტის „პოეზია დღეს“ მონაწილე პოეტები თემურ ელიავა, ზაზა სუყაშვილი, გიორგი ბალახაშვილი, რუსო ბაზალი, რაჟდენ გველესიანი, ანი კიკნაძე, დავით კინწურაშვილი, ჯანო შენგელია, როინ აბუსელიძე, გენრი დოლიძე, დავით ყვავაძე, ეკა კვიციანი, თეა თაბაგარი, ნინო ნეკერიშვილი და პაპუნა გიორგაძე ზუგდიდელ მკითხველს სამხატვრო გალერეაში შეხვდნენ, სადაც ავტორების წიგნების პრეზენტაცია მოეწყო. პოეტ თემურ ელიავას პროექტი „პოეზია დღეს“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
Мой аккаунт