Monday, 22 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ანალიტიკური თოქ-შოუ 2030 (13.05.2015)

ანალიტიკური თოქ-შოუ 2030 (13.05.2015)У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
1. ქართული სახელმწიფო აქცენტს არა რეპრესიაზე, არამედ დანაშაულის პრევენციაზე აკეთებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანასკნელ ორ წელიწადში რამდენიმე მასშტაბური პრევენციული პროექტი განახორციელა. რატომ არის ეს საზოგადოებისათვის სასარგებლო და შედეგიანი? თემას 2030-ის კონსულტანტი სოფო კილაძე წარმოადგენს. 2. ევროკავშირი „აგრესიული რუსული პროპაგანდის“ წინააღმდეგ სისტემურ მოქმედებას იწყებს. რუსული „ჰიბრიდული ომის“ არსებითი ნაწილი სწორედ საზოგადოების დეზინფორმირებაა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმას, სავარაუდოდ, ივნისში ევროკავშირის სამიტზე წარადგენენ. თემაზე ქეთი ჩოხელი ისაუბრებს. 3. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მორიგი შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ყოველთვის ამ შედეგებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.რამდენად ობიექტურ სურათს ხატავს და რა გავლენას ახდენს საზოგადოების განწყობაზე ამგვარი კვლევები? დღის მთავარ თემაზე 2030-ის სტუდიაში ფსიქოლოგი და სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა და მარკეტოლოგი ნიკო თევდორაშვილი ისაუბრებენ. 4. ხალხური რეწვა მომგებიანი ბიზნესი ხდება. თექისგან დამზადებული სუვენირები სიღნაღში ჩასულ ტურისტებს ძალიან მოსწონთ. როგორ იძენს ძველი ქართული ტრადიცია ახალ სიცოცხლეს? - ნინუცა კახნიაურის პირდაპირი ჩართვა სიღნაღიდან.
Мой аккаунт