Tuesday, 16 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

აქცია ზუგდიდში - მოსახლეობა ქლორის ავზების გატანას ითხოვს

აქცია ზუგდიდში - მოსახლეობა ქლორის ავზების გატანას ითხოვსУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე მეოთხე დღეა ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერების გაჟონვის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე სუნი დგას. მოსახლეობის განცხადებით, მოხდა ქლორის გაჟონვა, რამაც რამოდენიმე მოსახლის მოწამვლა და მიმდებარე ტერიტორიაზე ხეებისა თუ ნათესების გახმობა გამოიწვია. ჯერჯერობით დაუდგენელი მომწამვლელი ნივთიერების გატანას ითხოვენ წერეთლის ქუჩის მოსახლეები. ამ მოთხოვნით მათ დღეს შემთხვევის ადგილზე აქცია გამართეს და შესაბამის სამსახურებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ქლორის გაჟონვის გამო ისინი ჯანმრთელობის პრობლეებს უჩივიან, რამოდენიმე მოსახლეს კი სამედიცინო დახმარების გაწევაც დასჭირდა. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, შემოსული შეტყობინების შემდეგ ადგილზე გამოძახებულ იქნა შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს მოკვლევა. ქლორის ავზი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან არის გამოტანილი და სავარაუდოდ იგი ჯართში ჩასაბარებლად იყო განკუთვნილი. ამ ავზით საბჭოთა კავშირის დროს, მდინარე რეჩხისწყლის დაქლორვა ხდებოდა, რომელიც შემდგომში სასმელი წყლის სახით, მთლიანად გალის რაიონს და ზუგდიდის ნაწილს ამარაგებდა.
Мой аккаунт