დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლმა ზონამ" თბისილის საკრებულოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა.
აქცია საკრებულოს სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა.
აქციის წევრები აპროტესტებდნენ იმ უზურპაციის ფაქტებს, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს მასშტაბით მუნიციპალურ დონეზე. ყველასთვის ნათელია, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრების გადაბირება ზეწოლის, დაშინებისა და კაბინეტებში შეჭრა-დარბევის ხარჯზე.
„თავისუფალი ზონის" წევრებმა მოწოდებით მიმართეს საკრებულოს დღევანდელ უმრავლესობას, რომ შიხიაშვილის, ხაჩირაშვილის და რაფავას მსგავსი ადამიანები გვერდით არ დაიყენონ, რამეთუ მათ, თავიანთი ქმედებით-რაც გამოიხატება საკრებულოში ფრქცია „ნაციონალური მოძრაობის" დატოვებითა და ფრაქცია „ქართულ ოცნებაში" გადაბარგებით -დააფიქსირეს, რომ ისინი არიან უპრინციპო, გამყიდველი, დამონებული და მედროვე ადამიანები.
„ჩვენ არ გვინდა თბილისი მართოს შიხიაშვილისნაირმა გამყიდველმა და ვირთხა ადამიანებმა. მათ არ გააჩნიათ არანაირი ღირსება და მათთვის ადამიანების კეთილდღეობაზე უფრო პრიორიტეტული თავიანთი კომპორტია. ისინი, „ნაციონალირი მოძრაობის" წევრობის პერიოდში ჩვენ გვესაუბრებოდნენ პატრიოტიზმზე, ადამიანურ ღირებულებებზე. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკურ გუნდშიც აღმოჩნდნენ ირპირი და მშიშარა ადამიანები. „ქართული ოცნება" დღეს გახდა „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური სანაგვე. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ თბილის მართონ ღირსეულმა ადამიანებმა," -განაცხადა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბესო კალაძემ.
აქციაზე, „თავისუფალი ზონის" წევრებმა- „რაფავა, შხიაშვილი, ხაჩირაშვილი -ვირთხები"-ამ შეძახილის ფონზე , საკრებულოს შენობის კიბეებზე ყველი და ხურდა ფული დაყარეს.