Tuesday, 16 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

აკაკის იუბილესადმი მიძღვნილი სასკოლო კონკურსები

აკაკის იუბილესადმი მიძღვნილი სასკოლო კონკურსებიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა სლოგანით „აკაკი თანამედროვე რეალობაში“. დღეს, გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება და შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მონაწილეობდნენ. საიუბილეო ღონისძიებების მიზანი იყო აკაკის შემოქმედების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების გამოვლენა/განვითარება. აკაკი წერეთლის პიროვნებისა და მისი შემოქმედების თანამედროვე რეალობიდან დანახვა. აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში საჯარო და კერძო სკოლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში შემდეგი სამი კონკურსი გაიმართა: შემოქმედებითი კონკურსი I-XII კლასის მოსწავლეებისთვის; ესეების კონკურსი VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის სახელწოდებით: „აკაკი წერეთელი და XXI საუკუნე“ და სკოლების ინიციატივები. კონკურსები 3 ეტაპად ჩატარდა (სასკოლო, რაიონული და დასკვნითი ტურები). შემოქმედებითი კონკურსი ორ ასაკობრივ ჯგუფში (I-VI და VII-XII კლასები) ჩატარდა. მოსწავლეებმა/მოსწავლეთა ჯგუფებმა აკაკი წერეთლის შემოქმედების მიხედვით შექმნეს ნახატები, ხელნაკეთი თოჯინები, ნაძერწი ნამუშევრები, მაკეტები და სხვა. კონკურსის სლოგანიდან გამომდინარე, ხელნაკეთი ნიმუშების მომზადებისას, მოსწავლეებმა გამოიყენეს კრეატიული და ორიგინალური მიდგომები, თანამედროვე გამოყენებითი ხელოვნების პრინციპები, არატრადიციული მასალები და სხვა.
Мой аккаунт