რიგი ჰორიზონტს მიღმა: საქართველოში სავაჭრო ცენტრები გაიხსნა
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოში მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ამუშავდა. ქვეყანაში საახალწლო საყიდლებზე ერთდროულად ასობით ათასი ადამიანი გაემართა. დაწვრილებით - იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო.
სავაჭრო ცენტრებისთვის და მაღაზიებისთვის მუშაობის მკაცრი წესები დადგინდა.
მაღაზიების მუშაობის გრაფიკი დილის 07:00-დან საღამოს 19:00 საათამდე განისაზღვრა, კლიენტების ტალღა კი მკაცრად კონტროლდება. მაღაზიაში ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე ერთი მყიდველი დაიშვება.
გარდა ამისა, დიდ სავაჭრო ცენტრებში არ იმუშავებს გამოსაცვლელი ოთახები და კვების ობიექტები.
სავაჭრო ობიექტები დადგენილი რეკომენდაციების დარღვევის გამო 10 ათას ლარით დაჯარიმდებიან.