Saturday, 20 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

„თავისუფლება სააკაშვილს!“ — მასშტაბური აქცია თბილისის ცენტრში

„თავისუფლება სააკაშვილს!“ — მასშტაბური აქცია თბილისის ცენტრშიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება მოითხოვოს. იხილეთ „Sputnik საქართველოს“ ვიდეო, როგორ დაიწყო აქცია საპროტესტო აქციის მონაწილეებს საქართველოს დროშები და პლაკატები უჭირავთ, რომლებზეც წარწერილია ლოზუნგები: „თავისუფლება მიშას!“ „არა პოლიტიკურ დევნას!“ და ასევე იმ ქალაქების სახელები, საიდანაც ჩამოვიდნენ თბილისში მიტინგზე დასასწრებად. აქციაზე ასევე გამოჩნდა აზერბაიჯანისა და უკრაინის დროშებიც. აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე აღმართულ სცენაზე გამოსახულია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და ასევე მიტინგის მთავარი ლოზუნგი. ასევე დამონტაჟებულია დიდი მონიტორი იმისთვის, რომ სცენაზე მომხდარი ყველამ დაინახოს. აქციის მონაწილეებს, პოლიტიკური განცხადებების გარდა, კონცერტიც ელოდებათ. აქცია ბათუმის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგები წუთიერი დუმილით დაიწყო, რასაც ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი ემსხვერპლა.
Мой аккаунт