????ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლამ IEFG განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გამართა პანელური დისკუსია თემაზე: „რატომ უნდა ვისწავლოთ ინჟინერია”.
⏺ ილიას უნივერსიტეტის პროფესორებმა და ქართველმა ინჟინრებმა ისაუბრეს თუ როგორ იქმნება და გამოიყენება ჭკვიანი მოწყობილობები, როგორია კომპიუტერული ინჟინერიის მომავალი, როგორ უნდა გახდეთ კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტი და დასაქმდეთ საუკეთესო კომპანიებში.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღეს:
▶ მოდერატორი: ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით, კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
▶ მიხეილ ელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გეოფიზიკის მიმართულებით. მისი ჯგუფი იკვლევს ვარძიას, უფლისციხეს, ზღვაში ჩაძირულ გემს;
▶ გოგა ვეშაპიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორი ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
▶ მიხეილ წიკლაური, Apple -ის მთავარი ტექნოლოგიური ლიდერი;
▶ გივი ბერიძე, Edison Tech Solutions-ის დამფუძნებელი.