Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამების შესახებ

ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამების შესახებУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
???? 30 იანვარს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ????ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოთხოვნების შესაბამისად. ???? მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დაფინანსების მოპოვების, დასაქმებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს: ???? ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების მიმართულებით, პროფესორი კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით, კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი; ???? გოგა ვეშაპიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით, ელექტრული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი; ???? ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით, კომპანია MaxinAI-ის ინჟინერიის მიმართულების დირექტორი; ???? მიხეილ წიკლაური, Apple-ის ალგორითმების წამყვანი მეცნიერი; გივი ბერიძე, Edison Tech Solutions დამფუძნებელი; ???? ნეგარ ვაჰიდი, ტექნოლოგიების სკოლის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტი ???? მარიამ გაგუა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის კურსდამთავრებული; ???? მარიამ გიგაური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის სტუდენტი.
Мой аккаунт