У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
???? ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კონსერვაციული გენეტიკის მიმართულებით და ლუგარის ლაბორატორიის გენომის ცენტრის თანამშრომელი მარი მურცხვალაძე რამდენიმე დღის წინ აიცრა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით და ვაქცინაციის პროცესის მიმართ ნდობის ამაღლების კამპანიის ფარგლებში გვპასუხობს კითხვაზე „რატომ ავიცერი?“ და აცრის გაკეთების საკუთარ მოტივაციას გვიზიარებს.
???? „მე ავიცერი, რადგან ზუსტად ვიცი რომ ამ უხილავი მტრის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა; ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა დავიცვა ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანები“
???? მარი ერთ-ერთია იმ მეცნიერთა შორის, რომელმაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურებისთანავე ახალი კორონავირუსის გენოტიპის გაშიფვრაზე დაიწყო მუშაობა.
???? შემოუერთდი კამპანიას #mywhy - გააზიარე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების საკუთარი მოტივაცია
#mywhy
#protectedtogether
#stopcovid
#iliauni