Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ილიაუნის 3 პროფესორის ილიას მედლით დაჯილდოების ცერემონია

ილიაუნის 3 პროფესორის ილიას მედლით დაჯილდოების ცერემონიაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
????მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა რეიტინგში დასახელებული ილიაუნის პროფესორები ილიას მედლით დაჯილდოვდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და რექტორის მოადგილე ნინო დობორჯგინიძემ ილიაუნის პროფესორები – ოზგურ ქიში, რაინერ ვ. ბუსმანი და მერაბ სვანაძე, რომლებიც სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ში დასახელდნენ, ილიას მედლით დააჯილდოვეს. ???? სტენფორდის უნივერსიტეტმა მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ის რანჟირებული სია გამოაქვეყნა, რომელშიც ხუთი მეცნიერი დასახელდა საქართველოდან, მათგან სამი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ???? ოზგურ ქიში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულების პროფესორი, მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზეა გარემოს დაცვის ინჟინერიაში; ???? რაინერ ვ. ბუსმანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნობოტანიკის კვლევითი ცენტრის თანადამფუძნებელი, გამომცემლობა Springer-ის კავკასიის ეთნობოტანიკის სერიის დამფუძნებელი და გამომცემელი. რაინერ ბუსმანი მსოფლიო რეიტინგში 518-ე ადგილზეა სამკურნალო და ბიომოლეკულური ქიმიის მიმართულებაში; ???? მერაბ სვანაძე, ილიაუნის მათემატიკის მიმართულების პროფესორი, მექანიკური ინჟინერიისა და ტრანსპორტის დარგში მსოფლიოს მასშტაბით 1631-ე ადგილს იკავებს. ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3jrpPau #Iliauni #scienceatiliauni
Мой аккаунт