Tuesday, 16 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

მარიამ გოჩიაშვილის ღია ლექცია: როგორ იქმნება ჩეთბოტები

მარიამ გოჩიაშვილის ღია ლექცია: როგორ იქმნება ჩეთბოტებიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
1-ლ თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივი პროექტის „ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად“ ფარგლებში მეორე ღია ლექცია ჩაატარა ილიაუნის ჩეთბოტის „უნა“ ადმინისტრატორმა, ნარატივდიზაინერმა მარიამ გოჩიაშვილმა. ???? ლექციის თემა: როგორ იქმნება ჩათბოტი? მომხსენებელი საუბრობდა ნარატივდიზაინზე, როგორც უახლეს პროფესიაზე, საიდან მომდინარეობს, რა კავშირები აქვს სხვა სპეციალობებთან, რისი ცოდნა სჭირდება ადამიანს, რომ გახდეს ნარატივდიზაინერი, რა პერსპექტივები აქვს ამ პროფესიას და როგორ მუშაობს ნარატივდიზაინერი ჩეთბოტის შექმნაზე. ლექციის დასრულების შემდეგ ჰაკათონში მონაწილეობის მსურველები პრაქტიკულ ვორკშოპში ჩაერთვნენ, რომელიც ტრენერებმა მარიამ გოჩიაშვილმა და ქეთია ბელქანიამ ჩაატარეს. ???? ვორკშოპის თემა: როგორ ავაწყოთ ჩეთბოტი „ანიმას” პლატფორმაზე? ???? დრო: 1-ლი თებერვალი, 19:00 საათი ???? ფორმატი: დისტანციური პლატფორმა ზუმის გამოყენებით ???? ჰაკათონის შესახებ ვრცლად: https://bit.ly/38Iai1k
Мой аккаунт