У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
???? 19-21 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ორგანიზებით გაიმართება მასშტაბური ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად
???? Ჰაკათონში მონაწილეობისთვის ვიწვევთ სკოლის დამამთავრებელი (X-XII კლასები) კლასების მოსწავლეებსა და სტუდენტებს მთელი საქართველოდან.
????Ჰაკათონში მონაწილეობისთვის წინასწარი ტექნიკური ცოდნა საჭირო არ არის – Ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბისა და ანიმა ჩეთბოტიქსის მენტორები 25 იანვრიდან შემოგთავაზებენ ვორკშოპების სერიას, რომელიც დაგეხმარებათ საჭირო ცოდნის შეძენაში.
ჰაკათონის მიზანია შეიქმნას XIX-XX საუკუნის უდიდესი ნოვატორისა და ინტელექტუალის, ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლი – ჩეთბოტი, რომელთან საუბრისასაც ადამიანებს გაუჩნდებათ განცდა თითქოს ნიკო თავად უყვება საკუთარ მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე.
▶პროექტის პარტნიორები და პრიზები
???? საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა • Gepra ჰაკათონის გამარჯვებული გუნდების წევრების ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის გამოყოფს ნიკო ნიკოლაძის 7500-ლარიან საპრემიო ფონდს;
???? ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰაკათონის გამარჯვებული და რჩეული გუნდებისთვის გამოყოფს 5000 ლარის ოდენობის საპრემიო ფონდს ;
???? Anima Chatbotics • ანიმა ჩეთბოტიქსი ჰაკათონის მონაწილეებს ჩეთბოტების ასაწყობი პლატფორმით უფასო სარგებლობის შესაძლებობას მისცემს;
????ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია UniLab • უნილაბი ჰაკათონის წარმატებულ მონაწილეებს მენტორობის პროგრამაში ჩართავს;
ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება/ Niko Nikoladze Society
????იმედის დილაში პროექტის შესახებ საუბრობენ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი და ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი
???? პროექტის შესახებ ვრცლად: https://bit.ly/3ia4Po6
????სააპლიკაციო ფორმები
მოსწავლეების სააპლიკაციო ფორმა: shorturl.at/lmtEV
სტუდენტების სააპლიკაციო ფორმა: shorturl.at/atCHO
????აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2021 წლის 12 თებერვალი 23:59 საათი