ევაკუაცია ავღანეთიდან საქართველოში: ნატოს სამხედრო თვითმფრინავები თბილისშია
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ნატოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები თბილისის აეროპორტიდან ყოველდღიურად ასრულებენ რეისებს ქაბულში. კადრები მოვლენათა განვითარების ადგილიდან შეგიძლიათ იხილოთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში
საქართველოში ავღანეთიდან ჩამოჰყავთ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის - დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB), ასევე ნორვეგიის სამხედრო ჰოსპიტალის - თანამშრომლები და ოჯახის წევრები.
ავღანეთიდან ევაკუირებულ თანამშრომელთა დროებით განთავსების ხარჯს ანაზღაურებენ თავად საერთაშორისო ორგანიზაციები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავღანეთიდან ევაკუირებულები ქვეყანაში დროებით დარჩებიან. შემდეგ კი სხვა ქვეყნებში გაემგზავრებიან.
ამჟამად საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში უკვე გადაყვანილია ორი ათასამდე ადამიანი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე აეროპორტთან გახსნილია რეგიონული სატრანზიტო კვანძი ნატოს ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და სხვა პერსონალის, ასევე, სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეთა მონაწილეობით.
სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნორვეგიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შექმნილი აქვთ სამედიცინო დახმარების სატრანზიტო პუნქტი, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული იქნება ქაბულში ნორვეგიული სამხედრო ჰოსპიტალის ევაკუაციისას.