Tuesday, 16 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ენმ სახელმწიფო უწყებების ალყას განაგრძობს — ახალი მიტინგები თბილისში

ენმ სახელმწიფო უწყებების ალყას განაგრძობს — ახალი მიტინგები თბილისშიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა მომხრეებმა პარასკევს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში ორი აქცია გამართეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს შენობების წინ. ნახეთ Sputnik-ის ვიდეო, როგორ წარიმართა აქციები საპროტესტო აქციების მთავარი მამოძრავებელი ძალა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო. მისი ლიდერები ორივე აქციას ესწრებოდნენ. მათ გარდა პროტესტში მონაწილეობდნენ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური ძალები და ლიდერები. აქციები ინციდენტებისა და დაკავებების გარეშე მიმდინარეობდა. პარალელურად აქციის მონაწილეებს წერეთლის გამზირზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან, საათნახევრის განმავლობაში ჰქონდათ მოძრაობა გადაკეტილი, რამაც მიმდებარე ქუჩებზე დიდი საცობები გამოიწვია. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კვლავ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. ამიტომ ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე იმ დეპარტამენტების შენობებთან მივიდა, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ამ საკითხების მოგვარება. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან შეხვედრაზე არ მიდის, მისმა ლიდერებმა საპროტესტო აქციების გაგრძელება გადაწყვიტეს.
Мой аккаунт