Tuesday, 16 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

აქცია სუს-თან: „ნაციონალური მოძრაობის“ მსვლელობა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით

აქცია სუს-თან: „ნაციონალური მოძრაობის“ მსვლელობა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნითУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ასეულმა მხარდამჭერმა, პარტიების ლიდერების ხელმძღვანელობით, 11 ნოემბერს ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობისკენ მსვლელობა მოაწყო. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა სუს-ის შენობის წინ, ოპოზიცია პარასკევს ორ მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავს ქალაქის ორ ერთმანეთისგან დაშორებულ რაიონში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ახალმა აქციამ, გუშინდელი აქციისგან განსხვავებით, ექსცესებისა და მონაწილეთა დაკავების გარეშე ჩაიარა. ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო მოძრაობის დაწყება 8 ნოემბერს გამოაცხადეს თავისუფლების მოედანზე გამართულ მრავალათასიან აქციაზე, რა დროსაც სამი მოთხოვნა დააყენეს: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, მისი ციხიდან გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩატარება. მას შემდეგ ოპოზიცია ყოველდღიურად მართავს საპროტესტო აქციებს სხვადასხვა უწყებებთან. „ხვალ ორ ლოკაციაზე შევიკრიბებით: მეტრო 300 არაგველთან და დიდუბის მეტროსთან, ორ საათზე“, — განაცხადა ნიკა მელიამ. ამასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს არ დაუკონკრეტებია, სად წავლენ მეტროსადგურებთან შეკრებილი აქციის მონაწილეები. მელიას თქმით, პროტესტი შედეგს იძლევა და იგი სრულად უჭერს მხარს სააკაშვილის გადაწყვეტილებას, შეწყვეტოს შიმშილობა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში.
Мой аккаунт