Monday, 22 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ეკოლოგიის ინსტიტუტი - ვეშაპისნაირთა ვიზუალური კვლევა რუსთავი 2-ის დილის ეთერში

ეკოლოგიის ინსტიტუტი - ვეშაპისნაირთა ვიზუალური კვლევა რუსთავი 2-ის დილის ეთერშიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
???? შავი ზღვის ეკოსისტემის ბალანსი და მისი სიჯანსაღე ზღვაში მობინადრე ვეშაპისნაირების პოპულაციების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ???? შავი ზღვის ვეშაპისნაირები საერთაშორისო წითელ ნუსხაში არიან შეყვანილნი, როგორც საფრთხეში მყოფი სახეობები. მათ პოპულაციას ემუქრება როგორც ადამიანისგან მომდინარე (გასული საუკუნის 80-იან წლებში შავი ზღვის ვეშაპისნაირებს დიდი რაოდენობით მოიპოვებდნენ კოსმეტოლოგიაში, მანქანათმშენებლობის დარგში გამოსაყენებლად, დელფინარიუმებისთვის), ასევე ბუნებრივი საფრთხეები. ????დელფინებისა და ზღვის ღორის (ვეშაპისნაირების) პოპულაციების მდგომარეობის შენარჩუნება შეუძლებელია მათი რიცხოვნობის შეფასებისა და ქცევის შესწავლის გარეშე. ????ამ მიზნით 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგისა და კონსერვაციის პროგრამის თანამშრომლები სტუდენტების მონაწილეობითვეშაპისნაირების პოპულაციას ვიზუალური დაკვირვების გზით სწავლობდნენ. ???? ვიზუალური დაკვირვების მეთოდს აქვს გარკვეული შეზღუდვები – შესაძლებელია მხოლოდ დღისით, კარგ ამინდში და მხოლოდ შერჩეულ ადგილებში, არა ყველგან. ვიზუალური დაკვირვებით მიღებული მონაცემების შევსება შესაძლებელია აკუსტიკური კვლევებით, რადგან ამ მეთოდით დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ ამინდში, შტორმის დროსაც კი, და, რაც მთავარია, პარალელურად სხვადასხვა ადგილებზე შესაძლებელია მონაცემთა მიღება ვეშაპისნაირების მიერ გამოცემული ბგერების ჩაწერით. 2020 წელს ინგლისურმა კომპანიამ Chelonia Limited (https://www.chelonia.co.uk), რომელიც აწარმოებს ხელსაწყოებს აკუსტიკური კვლევისთვის, შავი ზღვის ქვეყნების წარმომადგენლებს გადასცა უახლესი აკუსტიკური ხელსაწყოები F- POD (full waveform capture). მათგან 4 F- POD საქართველოში განთავსდა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ამჟამად ვეშაპისნარების პოპულაციის მდგომარეობის შესწავლას აკუსტიკური მეთოდითაც ახორციელებს. ???? შავი ზღვის ქვეყნების მკვლევრები ერთმანეთს გაუზიარებენ მოპოვებულ მონაცემებს, რომლებიც ერთობლივად გაანალიზდება და მთელი შავი ზღვისთვის შეიქმნება ჰაბიტატების გამოყენების, მნიშვნელოვანი ტერიტორიების (core-areas), სადღეღამისო და სეზონური აქტივობების, ბგერითი დაბინძურების სრული სურათი, რომელიც ერთიანი კონსერვაციული (პოპულაციების შენარჩუნებისკენ მიმართული) ღონისძიებების შემუშავების შესაძლებლობას იძლევა. მკვლევართა ჯგუფი: ▶პროფესორი ნათია კოპალიანი ▶პროფესორი ზურაბ გურიელიძე მკვლევარები (საბკლავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები): ▶დავით დეკანოიძე ▶ლევან ნინუა ▶ნანა დევიძე
Мой аккаунт