Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

დაუსრულებელი მშენებლობა: თბილისში ხანგრძლივი მშენებლობის პრობლემის გადაჭრა დაიწყეს - ვიდეო

დაუსრულებელი მშენებლობა: თბილისში ხანგრძლივი მშენებლობის პრობლემის გადაჭრა დაიწყეს - ვიდეოУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
თბილისის მერია ხანგრძლივი მშენებლობის პრობლემებს სხვა სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკებით ეტაპობრივად აგვარებს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, რა ელის დაუსრულებელ შენობებს ქვეყნის დედაქალაქში თბილისში დღეისათვის 200-მდე შეჩერებული მშენებლობაა, მოტყუებულთა შორის კი - ათობით ათასი ოჯახი. ცოტა ხნის წინ ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა: წლების წინ შარტავას ქუჩაზე კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაწყებული საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებას საკუთარ თავზე კომპანია "m2" აიღებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, სამშენებლო კომპანიასა და მერიას შორის მშენებლობის დასრულების შესახებ მემორანდუმი გაფორმა. კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავი“ 2006 წელს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა დააარსეს. 2012 წელს ის 27 მილიონი ლარით დაჯარიმდა ხანგრძლივი მშენებლობის გამო, თუმცა შემოსავლების სამსახურთან მოლაპარაკების შედეგად, ჯარიმის ოდენობდა 450 ათას ლარამდე შეამცირეს. ბინებს ამ კორპუსში 13 წელია 350-ზე მეტი ოჯახი ელოდება. წლების განმავლობაში დაუსრულებელი მშენებლობა პრობლემას უქმნიდა მეზობლებსაც. მათი თქმით, ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი გაჩნდა, ასევე ამ ადგილზე ხშირად ხდებოდა დანაშაული.
Мой аккаунт