პოლიტიკური კრიზისი საქართველოში:არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე ჩატარდება
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ პოლიტიკურ ფონზე ჩაივლის ხმის მიცემის პროცესი
ქართული ოპოზიცია არჩევნების პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს და პერმანენტულ აქციებს მართავს ახალი არჩევნების მოთხოვნით. მეორე ტური თბილისსა და სხვა ქალაქებში შედგება. პარლამენტში შესულმა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ უარს ამბობენ დეპუტატების მანდატებზე, ასევე მეორე ტურში მონაწილეობაზე, ვინაიდან ჩატარებულ არჩევნებს „ქართული ოცნების“ მიერ გაყალბებულად მიიჩნევენ.
თუმცა კანონმდებლობა მეორე ტურში კანდიდატის მონაწილეობაზე უარს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ბიულეტებში დაფიქსირდება ყველა კანდიდატი, რომელიც მეორე ტურში გადავიდა.
მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულად მიიჩნევენ და მას დესტაბილიზაციასა და სიტუაციის ხელოვნულად დაძაბვაში ადანაშაულებენ.