У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს ჩამოვიდა საქართველოში, სამართალდამცველებმა დააკავეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. იხილეთ ექს-პრეზიდენტის დაკავების კადრები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი სანზონაში აიყვანეს.
მანამდე მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე თითქოს ბათუმში ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში ამბობდნენ, რომ ფეიკ-ინფორმაცია იყო და რომ ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. შსს-ში კი აღნიშნეს, რომ მას საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.