Tuesday, 16 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს - ვიდეო

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს - ვიდეოУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები იმართება. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ ირჩევენ მოქალაქეები მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს ხმის მიცემის პროცესი უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს, ბრიფინგზე განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა. ადგილობრივი არჩევნები ერთობ პოლიტიზირებულია, მთავარი ინტრიგა კი ისაა, შეძლებს თუ არა მმართველი პარტია 43%-ის შეგროვებას. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ცალმხრიდავ დატოვა შეთანხმება არჩევნებამდე 3 თვით ადრე, ოპოზიცია არჩევნებს კვლავ რეფერენდუმად მოიხსენიებს. სიტუაცია გაამწვავა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებამ. ყოფილი პრეზიდენტი, რომელზეც რამდენიმე საქმეა აღძრული, თბილისში დააკავეს. თავად სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და კვირას დიდ მიტინგს გეგმავს, რათა დასრულდეს „ქართული ოცნების“ მმართველობა.
Мой аккаунт