Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

Zura Salukvadze - აღარ მიყვარხარ!

Zura Salukvadze - აღარ მიყვარხარ!У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
იყო და არა იყო რა, ამქვეყნად რა არ ხდებოდა, ვიღაცა გრძნობას იძენდა, ვიღაცის გრძნობა ქრებოდა, ვიღაცას ვიღაც უყვარდა, ვიღაცას ის არ უყვარდა, ვიღაცა იმას ნანობდა ის ვიღაც რომ შეუყვარდა. მეკი ძალიან მიყვარდი, განვიცდი რომ შემივარდი, რადგანაც შენ გადააგდე მე რომ გაჩუქე ის ვარდი. არადა ჩემთვის იყავი ბედნიერების სათავე და ვხვდები რომ სიყვარულით ვერ მოგითოკე სადავე, ვერ მოგითოკე აფრები, ახლა შენამდე შორია, მეგონა გული გქონდა და თურმე ყინული გქონია. ეს ლექსიც მაშინ დავწერე როცა შენ ჩემგან წახვედი, ჩემს გულის ნაპირს მოსწყდი და სულ სხვა ნაპირზე გახვედი. წახვედი?....წადი შორს წადი, იქნებ სულ გადამავიწყდე, შენ შენსას თუ დაიკვეხნი, იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს. მაგრამ რა მოხდა, რა იყო, განა ქვეყანა გაიყო, უსიყვარულო ნიავმა, შენზე ფიქრებიც წაიღო და რაც არ გინდა ლამაზო, არასდროს ღმერთმა არ მოგცეს, ადრე თუ ვიან ინანებ, იქნებ ოდესმეც წამოგცდეს, რომ სიყვარული არ იცი, სიცივე რატომ ჩაიცვი???? ერთი კითხვა მაქვს "სიცოცხლევ" სირცხვილით ხომ არ დაიწვი? ჩემს გულში თბილად იჯექი, ახლა ვიცი რომ იქ არ ხარ, ლექსს როცა ვწერდი მიყვარდი, ახლა კი.......აღარ მიყვარხარ!
Теги: zura salukvadze

Мой аккаунт