Monday, 22 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

უნიკალური ოპერაცია თავის ტვინზე - პაციენტი ოპერაციისას ვიოლინოზე უკრავდა

უნიკალური ოპერაცია თავის ტვინზე - პაციენტი ოპერაციისას ვიოლინოზე უკრავდაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ისრაელში ერთ-ერთი კლინიკის ექიმებმა, თავის ტვინზე, ყველაზე უჩვეულო ოპერაცია ჩაატარეს, რომლის მიმდინარეობისას პაციენტი ვიოლინოზე უკრავდა. ქირურგიული ჩარევა ლიტველ მევიოლინეს დასჭირდა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მძიმე ტრემორს განიცდიდა, რაც ხელების კანკალში გამოიხატება. დაავადების გამო, მევიოლინეს ორკესტრში დაკვრაზეც უარი უთხრეს. ექიმებმა გამოსავალი იპოვეს და ნაომი ელიშუვს ტვინში კარდიოსტიმულატორის იმპლანტი ჩაუსვეს. აღსანიშნავია, რომ ოპერაციის დროს, პაციენტს ადგილობრივი ანესთეზია გაუკეთდა და ვიდრე ქირურგები მას ოპერაციას უკეთებდნენ, ნაომი ელიშუვი მოცარტისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს უკრავდა, ეს კი ექიმებს საშუალებას აძელვდა ნერვულ იმპულსებს დაკვირვებოდნენ. ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ექიმებმა კი იმედი გამოთქვეს, რომ ელიშუვი მალე შეძლებს ლიტვის სინფონიურ ორკესტრში დაბრუნებას და პუბლიკის წინაშე გამოსვლას.
Мой аккаунт