Friday, 26 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

უწყებათაშორისი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა

უწყებათაშორისი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
29 მაისს დაბა ხარაგაულში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავმჯდომარეობდა. კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ როგორც მისი წევრები, ისე მოწვეული სტუმრები − ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩაბმული თითქმის ყველა კანდიდატი, რომლებმაც კომისიის სახელზე არაერთი საჩივარი შემოიტანეს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ის მიზეზები განმარტა, რომელთა გამოც უწყებათაშორისი კომისია ხარაგაულში შეიკრიბა. „ჩვენი საქმიანობა არ შემოიფარგლება დედაქალაქით, უწყებათაშორისი კომისიის მიზანია, უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით. ამიტომაც დღეს ხარაგაულს ვეწვიეთ. ბოლო დროს ამ რაიონიდან არაერთი საჩივარი შემოვიდა", − განაცხადა თეა წულუკიანმა.
Мой аккаунт