საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო პროექტი „ჯაზის სალექციო ტურნე საქართველოში", რომელიც ჭიათურის კულტურის სახლში ჯაზ-კონცერტით გაიხსნა.
ხუთი მუსიკოსისგან შემდგარი ჯაზ-ანსამბლი თამაზ ყურაშვილის, ზურა რამიშვილის, რეზო კიკნაძის (კონსერვატორიის რექტორი), ლევან კემულარიას და ზაზა ცერცვაძის შემადგენლობით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ქალაქებსა და სოფლებში კონცერტებით იმოგზაურებს. ჯაზმენები ადგილობრივ მოსახლეობას ჯაზის შესახებ ერგვარი ლექციების კურსს წაუკითხავენ -ესაუბრებიან მუსიკოსებზე, ინსტრუმენტარიუმზე, სტილისტიკაზე, განუმარტავენ იმპროვიზაციის სპეციფიკას...
ჭიათურაში პირველ ჯაზ-კონცერტი გამართეს რეზო კიკნაძემ (საქსაფონი), ზურა რამიშვილმა (ფორტეპიანო), ლევან კემულარიამ (საყვირი), ლევან დეისაძემ (ბას-გიტარა) და ზაზა ცერცვაძემ (დრამი).
პროექტი გაიხსნა ჭიათურის მუსიკის აკადემიის ფარგლებში. აკადემია მესამე წელია ჭიათურაში მართავს კონცერტების სერიასა და მასტერკლასებს, რომელსაც წარმოადგენს თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი და მისი დამფუძნებელი მუსიკოსი ლევან ცხადაძე, სახელმწიფო კამერული ორკესტრი "თბილისის სინფონიეტა" და ჭიათურის მუნიციპალიტეტი.
web-page: http://www.mcs.gov.ge
faceebook: http://www.facebook.com/culturegovge
twitter: http://twitter.com/#!/CULTUREgovge
youtube: http://www.youtube.com/user/culturegovge
flickr: http://www.flickr.com/photos/culturegovge/
myvideo: http://www.myvideo.ge/?user_id=855045