Thursday, 25 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

თელავის „სავიზიტო ბარათი" ჭადარი ხმება

თელავის „სავიზიტო ბარათი" ჭადარი ხმებაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
თელავის „სავიზიტო ბარათი", ისტორიული დიდი ჭადრის ხე, რომელიც 900 წელზე მეტს ითვლის, ხმება. ხის გადასარჩენად პრევენციუილი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, ისინი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამსახურის მეშვეობით გერმანიის ხეების მოვლის სამსახურს დაუკავშირდნენ, რის შედეგადაც ექსპერტთა ჯგუფი გამოიყო. მისივე თქმით ჭადრის ხის მონაცემები გერმანიაში უკვე გადაგზავნილია და სპეციალისტებს მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს ელოდებიან. როგორც თამარ ნადირაძემ აღნიშნა ხე ძალიან სავალალო მდგომარეობაშია, ექსპერტთა ჯგუფის ჩამოსაყვანად კი საჭიროა გარკვეული თანხების გამოყოფა და იმედს გამოთქვამს, რომ მერია აღნიშნულ საკითხს უყურადღებოდ არ დატოვებს. როგორც ქალაქ თელავის მერიის პრეს-სამსახურის უფროსმა, თეკლა იანვარაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩამოსული იყო თბილისის აგრარული უნივერსიტეტის ექსპერტთა ჯგუფი, რომლებმაც ხის მდგომარეობა შეაფასეს. მისივე განცხადებით შესაბამისი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
Мой аккаунт