Tuesday, 23 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

თავდაცვის აკადემია

თავდაცვის აკადემიაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
მიხეილ სააკაშვილი, განახლებული დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის აკადემია საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ, არსებული პოლიტიკის პირობებში, რუსეთის იმპერიის „ჩამოშლა" გარდაუვალია. როგორც მიხელ სააკაშვილმა გორში, განახლებული დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის აკადემია გახსნისას განაცხადა, რუსეთის იმპერია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თუ მე­19-ე საუკუნის დამპყრობლური პოლიტი­კის მცდელობა გაგრძელდა, მისი ჩამოშლა, როგორც ეს თურ-ქსელჩუკების იმპერიას დაემართა დავით აღმაშენებლის დროს, შემდეგ კი - მონღოლთა ურდოს, გარდაუვალია". „მაგრამ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველა ჩვენს პრობლემას არ გადაწყვეტს. რომც ჩამოიშალოს, ფრთხილად უნდა ვიყოთ. შეიარაღებული ძალების ეფექტურობა, კონსოლიდაცია, ბრძოლისუნარიანობა გადამწყვეტი იქნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. განახლებული ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომპლექსში შედის საცხოვრებელი კორპუსები, სასადილო, საკონფერენციო, გასართობი ცენტრი, სასპორტო დარბაზები, აუზი, ღია და დახურული ტიპის სასპორტო მოედნები, სასწავლო კორპუსები, ბიბლიოთეკა, ლაზარეთი და ადმინისტრაციის შენობა. მსმენელები უზრუნველყოფილნი არიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, უნიფორმით, სამედიცინო მომსახურებით. აკადემიის კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხს და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას. აკადემია მოამზადებს ოფიცრებს ქვეითი, საინჟინრო, ლოგისტიკის, სატანკო, მექანიზირებული, არტილერიის, ავიაციის, საჰაერო თავდაცვის და კავშირგაბმულობის სპეციალიზაციით. აკადემიაში სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
Мой аккаунт