Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

შოკოლადის ტორტი ხილით

შოკოლადის ტორტი ხილითУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ინგრედიენტები: კვერცხი 10 ცალი ფქვილი 250 გრ. შაქარი 350 გრ. კაკაო 3 სუფრის კოვზი ვანილი 1 შეფუთვა ტორტის კრემი 500 გრ. ხილი გემოვნებით. კენკრა მოსართავად. მომზადების წესი: გამოვაცხოთ ბისკვიტი: კვერცხის გული და კვერცხის ცილა განვაცალკევოთ. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით. ნელ-ნელა შევათქვიფოთ შაქარი. შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხის გული. პატარა საცრის დახმარებით დავაცრათ ერთმანეთში არეული კაკაო, ვანილი და ფქვილი. ავურიოთ ფრთხილად, ხის კოვზით დაბლიდან ზევით. ნაზად ვურევთ სანამ ფქვილი მთლიანად არ შეერევა მასას ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ პერგამენტიან ფორმაში და გამოვაცხოთ 180°C გაზქურაში. ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, ქვედა ნაწილიდან ამოვიღოთ შუა გული. ბისკვიტის ორივე მხარე დავნამოთ მურაბის წვენით. ხილი გავრეცხოთ და დავჭრათ. ბისკვიტის ქვედა ნაწილზე დავალაგოთ ხილი. (მე ატამი, ბანანი და ალუბალი გამოვიყენე) ზემოდან წავუსვათ ერთმანეთში არეული ბისკვიტის ნაჭრები და ტორტის კრემი. შემდეგ წავუსვათ ტორტის კრემი. ბისკვიტის ქვედა ნაწილზე დავადოთ ბისკვიტის მეორე მხარე. წავუსვათ ტორტის კრემი. გვერდებზე მოვაყაროთ დაფშვნილი ბისკვიტი. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი. ბოლოს მოვრთოთ ჟოლოთი და ალუბლით. გემრიელი შოკოლადის ტორტი მზადაა! გემრიელად მიირთვით. ugemrielesi shokolads tortis recepti. ixilet yvela recepti saitze www.mzareuli.info aseve chven saitze aris uamravi namcxvrebis recepti da kulinaruli receptebi. იხილეთ შოკოლადის ბისკვიტის მომზადება.
Мой аккаунт