სახალხო მკურნალი ზუგდიდიდან, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს კურნავს.
სხვადასხვა დასახელების მცენარე სამცხე-ჯავახეთიდან, რაჭიდან და სვანეთიდან ჩამოაქვს, მოგვიანებით შეგროვებულ ბალახეულს მზისგან დაცულ ადგლას ათავსებს, მცენარე არ უნდა გაშავდეს, გაშრობის ყველა ტექნოლოგიას იცავს. ხშირად პროცესი მთელი წლის მანძილზე გრძელდება და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. 86 წლის მკურნალი ვაშლის ძმარსაც ამზადებს, რომელიც მისი თქმით ალერგიებისა და მოწამვლისთვის საუკეთესო საშუალებაა. მისივე თქმით, მთავარია პაციენტი სწორი დიაგნოზით მივიდეს მასთან, დანარჩენს უკვე საკუთარ გამოცდილებასა და წლების მანძილზე მიღებულ ცოდნას ანდობს, ანდობს იმ მცენარეულ ნაკრებებს, რომელიც მარგო დარასელიას სამუშაო კაბინეტში ასობით ცალადაა მოთავსებული.ხოლეცისტიტი, გასტრიტი, კოლიტი, თირკმლის სხვადასხვა დაავადება, სისხლნაკლებობა, A ვიტამინოზი, საშარდე გზების ანთება, სახსრები, გეპატიტები, ფილტვების ანთება, ბრონქიალური ასთმა, ქალური დაავადებები, პროსტატიტი, სასუნთქი გზების ანთება. ეს მცირე ჩამონათვალია იმ დაავადებებისა, რომლისგან განკურნებასაც სახალხო მკურნალი მის მიერვე დამზადებული მცენარეული წამლებით ახერხებს, ამბობს, რომ არაეთი ლიტერატურა აქვს რომელიც საკუთარი საქმის წარმატებით კეთებაში ეხმარება.