У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საჯარო რეესტრი უძრავი ქონების ყიდვა--გაყიდვის ვებ გვერდს ქმნის, სადაც განცხადებას ბინის შესახებ თან რეესტრის ინფორმაციაც ერთვის -- ვისზეა რეგისტრიებული, ადევს თუ არა ყადაღა, როგორია მისი ტექნიკური მდგომარეობა და სამართლიანი საბაზრო ფასი. საჯარო რეესტრის ახალი პროექტი ბინების და კომერციული ფართების უსაფრთხოდ ყიდვა--გაყიდვას ემსახურება. საიტზე შესვლა როგორც ვებ მისამართის მითითებით, ასევე „გუგლის" რუკიდანაც არის შესაძლებელი. გასაყიდი, გასაქირავებელი და დასაგირავებელი ქონება აქ სხვადასხვა ფერებით არის წარმოდგენილი, რაც საიტის ვიზიტორს სასურველი ობიექტის მოძებნას გაუადვილებს. ყველა პროდუქტს თან ახლავს ფოტოსურათები.