У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
სააკაშვილის ხელისუფლება უკვეთავს ვატო ყიფიანის მოკვლას - ჩეჩენ ქილერებს რუსეთში.
ქილერები იღებენ ფულს - მაგრამ არ კლავენ ვ.ყიფიანს (პირადი მოსაზრებების გამო) და მძევლად აყავთ - მკვლელობის დამკვეთი - აჭარის კუდ-ის უფროსის თეიმურაზ პატარიძის ძმა - ოთარ პატარიზე, რომელსაც ანთავისუფლებენ მხოლოდ თანხის ბოლომდე გადახდის მერე. მთელი ოპერაციის მსვლელობისას ქილერები იღებენ და იწერენ ყველა სატელეფონო საუბარს, ფულის გადაცემის პროცესს - დამკვეთის დაწვრილებით ახსნას - თუ ვინ, რატომ და როდის დაუკვეთა ვ.ყიფიანის მოკვლა. .
როგორც ირკვევა - ვ.ყიფიანის "შეკვეთის" დავალება და ოპერაციის დაფინანსება აჭარის კუდ-ის უფროსმა, პირადად მინისტრ ვანო მერაბიშვილისაგან და მისი უფროსისაგან მიიღო, ხოლო შესრულება - საკუთარ ძმას - ოთარ პატარიძეს დაავალა, რომელმაც ქილერები მოსკოვში მონახა, რამე თუ ერთ ერთ მათგანთან ადრე ერთად იხდიდა სასჯელს.
ეს ეპიზოდები დამონტაჟებულია ძალიან ვრცელი აუდიო-ვიდეო მასალისაგან. მეორე და მესამე ნაწილი - უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. სადაც ვატო ყიფიანის მოკვლის დაკვეთის გარდა - საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ამსახველი ფაქტებია აღბეჭდილი. როგორც ირკვევა - სააკაშვილის ხელისუფლება - რეგულარულად და მჭიდროდ თანამშრომლობს ქილერებთან და სხვა მტრად გამოცხადებულ ელემენტებტან, ასევე სხვა ქვეყნის სპეც. სამსახურებთან.