Friday, 26 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ყველაზე საშიში ხიდები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები ★

ყველაზე საშიში ხიდები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები ★У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp ► დაალაიქეთ FB გვერდი: https://www.facebook.com/topfaqtebi ► მაივიდეო: http://myvideo.ge/TopFaqtebi ► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/top_faqtebi/ ---------- ვიდეოში 10 ყველაზე საშიში ხიდის შესახებ ვისაუბრებთ. 10. ტამან ნეგარას ხიდი, მალაიზია ტამან ნეგარას ხიდი მიწიდან 45 მეტრის სიმაღლეზეა დამაგრებული და 510 მეტრის სიგრძისაა. ის იმდენად ვიწროა, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია გავლა. 9. შვიდმილიანი ხიდი, აშშ შვიდმილიანი ხიდი, როგორც სახელიდანაც მიხვდებოდით, დაახლოებით შვიდი მილის, ანუ 11 კილომეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული ატლანტის ოკეანეზე. ცუნამის ან სხვა ბუნებრივი კატაკლიზმის დროს შუა ხიდზე მყოფ ადამიანებს არც ისე კარგი დღე ელით. 8. ლონგიანგის დაკიდებული ხიდი, ჩინეთი ლონგიანგის დაკიდებული ხიდი ერთ-ერთი ყველაზე მაღლა განლაგებული ხიდია მსოფლიოში. ის მდინარის ზედაპირიდან 280 მეტრის სიმაღლეზეა ჩამოკიდებული, ხოლო მისი მთლიანი სიგრძე 1200 მეტრია. 7. ვიეტნამური მაიმუნის ხიდები ტრადიციული ვიეტნამური ხიდები, ე.წ. მაიმუნის ხიდები მთლიანად ბამბუკისგანაა დამზადებული. წყლის ზედაპირზე ერთი ცალი ბამბუკია გადებული, რომელსაც ორივე მხრიდან თითო ბამბუკი გასდევს მოაჯირებად. მათთვის, ვინც ბავშვობიდანვე არაა შეჩვეული ასეთ ხიდებზე სიარულს, მათზე გავლა გაუჭირდება. 6. ქესვაჩაკას ხიდი, პერუ მდინარე აპურიმაკის კანიონზე გამავალი ეს ხიდი უძველესი ინკური დიზაინითაა დამზადებული. ბალახის 6 ცალი ბაწარი ერთმანეთშია ჩაწნული და ევკალიპტის ხეებზეა მიბმული. როგორც მოსალოდნელია, ბალახის თოკები ძალზედ სწრაფად ფუჭდება და ხიდს რეგულარულად ესაჭიროება შეკეთება. 5. კუანდისკის ხიდი, რუსეთი კუანდინსკის ხიდი ლითონის ძველთაძველი, ვიწრო ხიდია, რომელიც ხის სრიალა ფიცრებითაა დაფარული. ხიდს საერთოდ არ აქვს მოაჯირი ან ბარიერები და ერთი შეცდომის შემდეგაც კი შესაძლებელია თქვენი ავტომობილი გაყინულ წყალში აღმოჩნდეს. ხიდზე ერთდროულად მხოლოდ ერთ მანქანას შეუძლია გავლა. 4. მუსოუ ცურიბაშის ხიდი, იაპონია 1950-იანებში აშენებული მუსოუ ცურიბაშის ხიდი მხოლოდ სპილენძის მავთულითა და რამდენიმე ფიცრითაა გამაგრებული. მასზე გასავლელად რკინის ნერვებია საჭირო. 3. შტორსეისუნდეტის ხიდი, ნორვეგია ნორვეგიაში მდებარე შტორსეისუნდეტის ხიდი ამერიკულ მთებს უფრო წააგავს, ვიდრე ხიდს. ის მოულოდნელად იცვლის მიმართულებას და დაბლა, წყლისკენ მიემართება, რითიც ილუზიას ქმნის, რომ ავტომობილი პირდაპირ ზღვაში ჩავარდება. 2. ხიდი მდინარე სიდუზე, ჩინეთი ადამიანებს, რომლებსაც სიმაღლის შიში აწუხებთ, ამ ხიდზე გავლა ნამდვილად გაუჭირდებათ. ხიდი მდინარიდან 500 მეტრის სიმაღლეზეა დამაგრებული და მისი სიგრძე 1221 მეტრია. 1. ჰუსაინის დაკიდებული ხიდი, პაკისტანი ჩრდილოეთ პაკისტანის მთიან რეგიონში, ბორითის ტბის თავზე გადებულია ხიდი, რომელზე გავლაც ყველაზე მამაც ადამიანსაც კი შეაშინებს. ჰუსაინის ხიდი ცუდადაა მოვლილი, მორყეული ფიცრებითა და ორიოდე თოკითაა გამაგრებული და სუსტ ქარშიც კი საქანელასავით ირხევა. მის გვერდით მეორე, უკვე ჩაწყვეტილი და ხმარებიდან გამოსული ხიდის დანახვაა შესაძლებელი. -------- წყაროები: https://www.youtube.com/watch?v=0oThpIDZfns https://www.youtube.com/watch?v=cXVMIXL3A_w https://www.youtube.com/watch?v=LfL1LpLvxHU https://www.youtube.com/watch?v=waT8Kwe6Dtg https://www.youtube.com/watch?v=dql-D6JQ1Bc https://www.youtube.com/watch?v=OVoe-k-rvxs https://www.youtube.com/watch?v=66wia8zbiRc ---------- ჩვენი ფლეილისტები: ადამიანები: https://www.youtube.com/playlist?list=PLrHDDBYYtP8M5-50vlA0vL_Ff4XNGn-vT ავტომობილები და ტრანსპორტი: https://www.youtube.com/playlist?list=PLrHDDBYYtP8P0pwyCKUW2hU1rIQSFd0lO გეოგრაფია: https://www.youtube.com/playlist?list=PLrHDDBYYtP8PhPYCBlcf27DqgMiqSyv-L თამაშები: https://www.youtube.com/playlist?list=PLrHDDBYYtP8PlsEiSdPSW1TDPiaUwLiT7 ისტორია: https://www.youtube.com/playlist?list=PLrHDDBYYtP8MZlZdSfCBz20oMa6odSS0c სპორტი: https://www.youtube.com/playlist?list=PLrHDDBYYtP8NIwTeWUtAYoGsPJA9hXOii ფილმები და სერიალები: https://www.youtube.com/playlist?list=PLrHDDBYYtP8NFgEQiCx3H8m79GZR_cdcz ცხოველები: https://www.youtube.com/playlist?list=PLrHDDBYYtP8PQjOIBqghyGg3YLGKf1xZ7
Мой аккаунт