Monday, 22 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

Porsche cayenne turbo cng (natural gas fuel) conversion by Gas Georgia "ტესტ დრაივ" აღმართზე

Porsche cayenne turbo cng (natural gas fuel) conversion by Gas Georgia "ტესტ დრაივ" აღმართზეУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
LPGtech ბუნებრივი გაზის სისტემა დამონტაჟებულია საქართველოში ექსკლუზიური დისტრიბუტორი შპს GASGEORGIA-ს მიერ. + 995 592 19 19 19 [email protected] შპს «GASGEORGIA»- ს აქვს მუშაობის დიდი გამოცდილება სხვადასხვა გაზის სისტემებთან, ჩვენ მუდმივად ვიყავით სრულყოფილი გაზის სისტემის ძიებაში. ყოველდღიურად ვატარებდით ცდებს სხვადასხვა მანქანებზე და ვაგროვებდით გამოცდილებას, რის შედეგადაც შეგვექმნა წარმოდგენა , რომ გაზის სისტემებში ვერ აღმოვაჩენდით ახალ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, თუმცა საბედნიეროდ ვცდებოდით! ჩვენს მიერ ჩატარებული ცდების შედეგად, აღმოვაჩინეთ , რომ LPGtech არის ინოვაციური სისტემა, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს თანამედროვე, მძლავრი, სრაფი და რთული ძრავების მქონე ავტომობილების მოთხოვნები. მომხმარებელს ყოველთვის აინტერესებს კონკრეტული მიღწევები და არა ცარიელი სიტყვები. ამიტომ, ორიოდე სიტყვით გეტყვით, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევის შესახებ, რომელიც ცდების შედეგად მივიღეთ LPGtech -თან ერთად. ეს მიღწევა არის Porsche Cayenne Turbo -ს მუშაობის გამართვა ბუნებრივ გაზზე. ამ მანქანას გააჩნია 450 HP ცხენის ძალის მქონე მძლავრი ძრავი 2 ტურბინით, რომლებიც ავითარებენ წნევას 1 ბარამდე. მარტივად რომ ვთქვათ ეს ნიშნავს იმას , რომ მაღალ ბრუნვებზე 5000-დან ზევით ტურბინები ქმნიან ძალიან დიდ წნევას , ამ დროს მანქანას სჭირდება ზუსტად იმდენი საწვავი, რამდენსაც მოითხოვს ძრავი , რომლის მიწოდება მაღალი წნევის პირობებში არის ურთულესი ამოცანა ბუნებრივი გაზის სისტემის საშუალებით, ჩვენ ეს შევძელით. მანქანა გაზზე გადასვლის მომენტიდან, მაღალი სიჩქარის განვითარებისა და დიდი დატვირთვისას - მის საბოლოო ჩაქრობამდე მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივ გაზზე, ყოველგვარი ბენზინის დახმარების გარეშე. დასკვნები თქვენ თავად შეგიძლიათ გააკეთოთ ვიდეოს ნახვის შედეგად. LPGtech ქარხანა დაარსების დღიდან დღემდე, ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ გამოგონებას, პროექტირებას, ყოველი ცალკეული კომპონენტის კონსტრუქციას. LPGtech -ს, მის მიერ წარმოებული ელექტრონული სისტემები, გაზის ინჟექტორები და სხვა კომპონენტები დაცული აქვს საავტორო უფლებით.
Мой аккаунт