Thursday, 25 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ფოკუსი: 24 ოქტომბერი, 2014

ფოკუსი: 24 ოქტომბერი, 2014У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
- ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთება საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებთან დაკავშირებით ძალაში რჩება - როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებიდან ირკვევა, შტატები მიიჩნევს, რომ ქვეყანაში გარკვეულ შემთხვევებში საერთაშორისოდ აღიარებული ნორმები არ სრულდება. - წინ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართულ აქციაზე ტაბულას ფოტო რეპორტიორი სავარაუდოდ პოლიციის მაღალჩინოსანმა შალვა ბარელაძემ დააკავა. კადრებზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ჩანს, რომელიც მითითებებს აძლევს პოლიციელებს და პირადად იღებს ალექსანდრე გიორგაძის დაკავებაში მონაწილეობას. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბარალაძის ღარიბაშვილის სახლთან ყოფნას არ უარყოფენ თუმცა დამატებით ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ. - უშიშროების საბჭო 28 ოქტომბერს მაინც შეიკრიბება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაესწრება მას - სამაგიეროდ, ვიცით, ვინ ვერ მივა პრეზიდენტთან რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელშეკრულების თემის განსახილველად - თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრები ამ დროს საქართველოს ფარგლებს გარეთ იქნებიან. - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ინიციატივით გამოდის ჟენევის მოლაპარაკებებში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც ჩაერთონ. საგარეო მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ამ ინიციატივას არ ეთანხმება . - საქართველოს პრეზიდენტი ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ღონისძიების სხვა მონაწილეებს ორგანიზატორებმა შეატყობინეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ჩაიშალა. - ცვლილებები ერთიანი ეროვნული გამოცდებში - ჩასაბარებელი საგნების სიას შესაძლოა სამოქალაქო განათლება დაემატოს. გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს სასწავლებლებს ამ თემაზე ინიციატივით მიმართავს.
Мой аккаунт