პირველი სტუდია - რატომ გვიწევს არჩევანის მტკიცება აქციებით, როდესაც დეკლარირებული ვექტორი დასავლეთია
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
11 აპრილი, 2014
თემები: ჩვენ ვირჩევთ ევროპას და არა რუსეთს - რატომ გვიწევს დღეს საქართველოს ევროპული არჩევანის მტკიცება აქციებით, მაშინ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებისა და ძირითადი ოპოზიციური ძალების დეკლარირებული საგარეო ვექტორი დასავლეთია; არსებობს თუ არა და რა მასშტაბით ქვეყანაში რუსული გავლენის ზრდის საფრთხე; რას ითხოვს ოპოზიცია კრემლის გეგმებზე მუდმივი მინიშნებით;
რა იცის, რას გეგმავს და რას ელის ხელისუფლება ევროპელი პარტნიორებისგან და როგორ შეცვლის კრემლის პოლიტიკას დასავლეთის მოქმედება;
უნდა გახდეს თუ არა დასჯადი საქართველოს ოკუპაციის უარყოფა და აგრესორი ქვეყნის სიმბოლიკის დემონსტრირება - ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის;
აფინანსებს თუ არა მოსკოვი სატელიტ გაერთიანებებს საქართველოში; რატომ დაიწყო საუბარი მეხუთე კოლონის შესაძლო გააქტიურებაზე და არის თუ არა რუსული პასპორტების დარიგება განგაშის კიდევ ერთი სიგნალი;
საქართველოს ევროპული მომავლის რეალური საფრთხე თუ თეორიულ საშიშროებაზე აგებული ოპოზიციის სტრატეგია - რატომ აფრთხილებს ხელისუფლება დესტაბილიზაციის მოსურნეებს ქვეყნის შიგნით და როგორ აპირებს დემოკრატიული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას მწვავე დაპირისპირების ფონზე; ქვების სროლიდან - კვერცხების სროლამდე; კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემების ანალიზი და განხილვა.
სტუმრები: ალექსი პატრიაშვილი - სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში; ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე; დავით დარჩიაშვილი - საპარლამენტო უმცირესობა; ნიკა რურუა - საზოგადოება "ივერიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი; ლაშა ტუღუში - გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი; კახა კოჟორიძე -- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე; ეკა გიგაური - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი; ირმა ინაშვილი - ჟურნალისტი, მედიაკავშირ "ობიექტივის" დამფუძნებელი.