Tuesday, 23 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ოთო გურგენიშვილი - მადრიდული დილა / Oto Gurgenishvili / Madriduli Dila

ოთო გურგენიშვილი - მადრიდული დილა / Oto Gurgenishvili / Madriduli DilaУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
მადრიდული დილა მადრიდში გათენდა. კაფეში შევდივარ ვუკიდებ ყალიონს, ფილტვებში ნახშირით ვუხვდები ალიონს ... ! ხალხი კი არა სჩანს, არ სჩანან ჩიტები ... მხოლოდ მუსიკოსი -- ქვაფენილს მიკრული. ქუჩური ჰანგებით -- ნაშოვნი გროშებით, ნაყიდი არაყით -- ზაფხულის ქოშებით! ბარმენს ვეკითხები: დრო არის ? ჯერ არა -- მაშ როდის? ჯერ არა -- რომ დაგვიანდეს? -- დრო ითმენს,თქვენ არა! ირგვლივ ჩამოვარდა ღამის სიჩუმე და აფექტის საათი დამდგარა კაფეში. მე კი მადრიდული დილა ვიჩუქე და -- ქარიზმა გავახვიე რითმების ნამქერში. ჩამოჰკრა საათს,დაიწყო პარადი, აი ამოძრავდა ქუჩებში მასა -- მე კი კაპუჩინო ძირამდის დავცალე როგორც მუსიკოსის უგროშო კასა. გათენდა მადრიდში -- გათენდა რა ხანია, ქუჩაში მაესტრო გიტარას არ ტოვებს. ბარმენს შევუკვეთე მადრიდის ლაზანია, აკორდი ურტყამდა რიტმიან პანტომებს. მე მოვრჩი ლაზანიას, ანგარიშს მოვითხოვ ... გარეთ ვიყურები -- მაესტრო მოგვითხრობს ... მომრავლდა გროშები, მომრავლდა ხალხი -- მაესტროს რიტმებში ერთვება ბახი! ხალხი და მაესტრო,შეიკრა ზეცა, მქუხარე მუსიკით ელდა რომ გვეცა. გროშებმა მოიკლო,მაესტრო აღარ ჩანს, თუმც აი გამოჩნდა: არაყი მოიმხო! იეგან სენტიმოს -- იეგან ხენტე. ელ რიტმო დე მაესტრო -- კამბია ლა მენტე. დადუმდა გიტარა, სურს სული დალიოს. ბარმენი მეძახის -- Muchacho Adios !!! https://www.facebook.com/OtosPoetry
Мой аккаунт