Thursday, 25 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ნიკა ჩერქეზიშვილი "თეკლას"

ნიკა ჩერქეზიშვილი "თეკლას"У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
1თეკლას ილაპარაკონ, მა, რაც უნდათ, ილაპარაკონ! დავრჩი ისეთად, როგორც თავი წარმომედგინა... ხოლო გარშემო შეიცვალა მთელი ქალაქი... და არ მადარდებს, დღეს რომ გული (ისევ) მეტკინა. მე მანადგურებს ცარიელი (შენი) ოთახი... მა, მე შენს გარდა ტკივილისთვის აღარ ვიმეტებ - არავის! მათ, ვინც მოინდომეს (ერთად) - მომნახეს და სათითაოდ დამიმსხვრიეს ყველა იმედი. მა, ახლა ბოლო დღეებია დეკემბრის. თოვლი - არა თოვს. ცივა. სხვანაირი ფერი აქვთ ღრუბლებს... შენ პატარა ხარ, შენთან თეთრი ფიფქები მოვლენ სიზმარში, როცა დაიძინებ ტკბილად. მე უბრად ვარ, მა, მა, ამ (დიდ) ცხოვრებასთან, ახირებული ხასიათი მაქვს - ასეთი ვარ. შენა ხარ ტკიპა, როცა მეკრობი მკერდზე - მაშინ. გამითბე გული. მა, მათ არ ეყოთ ჩემი სისხლი, რაც ამოხვრიპეს ამ ძარღვებიდან და ვგრძნობ, ვხვდები, ბოლომდე გავლენ... და გეფერები, გეფერები - ყველაზე თბილად... წმინდაო ღმერთო, ღვთისმშობელო მარიამ, ავე, - (მე - არაფერი) დამილოცეთ პატარა შვილი.
Мой аккаунт