Monday, 27 October, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ნიკა ჩერქეზიშვილი, ნოდარ რევაზიშვილი _ დოდეს-კადენ

ნიკა ჩერქეზიშვილი, ნოდარ რევაზიშვილი _ დოდეს-კადენУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ორი ლამპიონი დგას ჩემი სუიციდის ქუჩაზე.. ორ ხიდს შუაა ქუჩა რელსების გვერდით.. იქ გამვლელი მატარებლის ბორბლების ხმაური არ არის - დაგან-დაგან ან დოდეს-კადენ - დოდეს კადენ.. იქ ასეთი ხმა აქვს რკინის ბორბლებს - აქ და ახლა.. აქ და ახლა.. აქ და ახლა.. აქ და ახლა.. შენ თქვი, რომ მგავხარ, რომ ქუჩაზე, ჰო - სუიციდის, ჰო - სუიციდის ქუჩაზე ხარ ახლა და ორ ხიდს შუაა შენი ქუჩა, შენ ჩემი ძმა ხარ, ცრიდეს, მინდა, რომ ცრიდეს წვიმა, ჩვენ გუშინ მოვკვდით, და ორ ხიდს შუა არის ქუჩა, შენი, და რელსებს, რელსებს არა აქვთ ხმა - დაგან და დაგან და დაგან, ჩვენ სხვანაირად დაგვაწყვეტენ ნერვებს და მყესებს და გულებს გვწყვეტენ სხვანაირად, და მტკივა მაგრად, რომ ორ ხიდს შუა, რომ ქუჩაა, შენია, მარტო, რომ სუიციდის ქუჩა ჰქვია, რომ დრო სისხლს გადენს, რომ თებერვალი დამთავრდება, დადგება მარტი, და დოდეს-კადენ, დაგან-დაგან, და დოდეს-კადენ, აქ ხმა არა აქვთ, როგორც ყველგან, ისეთი ბორბლებს რკინის და დგახარ, დღეებს გიჭამს ათასი მახრა, დიდი ხანია წვიმის ნაცვლად ცას გასდის დორბლი, და აქ და ახლა, აქ და ახლა, და აქ და ახლა, მე მოვალ შენთან, მოგიყვები ორი ძმის იგავს, და ორ ხიდს შუა, შენს ქუჩაზე, ჰო, სუიციდის, ჰო, სუიციდის ქუჩაზეა რელსების რიგი და ვდგავართ ორნი, და გვინდა რომ ცრიდეს და ცრიდეს... წვიმა . . . მე ვთქვი, რომ გგავარ და მოდის კადრი: მოდის წვიმა. და მისდევს ძაღლი უსასრულობის პარალელებს, ჰგვანან რელსები. მე ახლა ვდგავარ ჩემ ქუჩაზე, ჰო, სუიციდის და დოდეს-კადენ, დოდეს-კადენ და დოდეს-კადენ, შენ მოხვალ ჩემთან შუა ციდან და აქ და ახლა, აქ და ახლა ვიქნებით ორნი, შენ მოხვალ ჩემთან გამიღიმებ – შენ ჩემი ძმა ხარ, და ყველა უჯრედს ააკივლებს შეშლილი სიღრმე. ჰო, ჩვენი ძვლები გაიტანენ სხვანაირ ექოს, და სხვანაირად ჩამორეკავს რელსებზე ზარი. და აქ და ახლა, აქ და ახლა და აქ და ახლა, ჩვენ სხვანაირი გაგიჟებით თებერვალს დავხრით და დავიბზარავთ ნეკნებს – შევქმნით ეპოქას ახალს. და ჩვენი მხრები გაიშლება ლანდების რიგად, და დაიხვრება მაჯები და წვივები ჩვენი, ჩვენ წავალთ ორნი, წვიმებიდან და დოდეს-კადენ, დაიწყებს ქოშინს გენეტიკა სივრცის და მკვდრებმა, მკვდრება ისროლონ ერთმანეთი დროში, ჩვენ ვცოცხლობთ, ვცოცხლობთ და თავებს მერე ვიკლავთ და აქ და ახლა, მე სუიციდის, სუიციდის ქუჩაზე ვდგავარ, და მოდის კადრი: მოდის წვიმა, და მისდევს რელსებს დოდეს-კადენ, აქ და ახლა და დოდეს-კადენ... გული გაჩერდა და ფიქრი სუნთქავს... ბექა აბუთიძე
Мой аккаунт