ამ ვიდეოში გიჩვენებთ, კვერცხის გარეშე როგორ მოვამზადოთ ნამცხვარი სახლის პირობებში. Gemrieli Shavi Namcxvari.
გამოგვიწერეთ: ► https://bit.ly/2JUI0nv
ეს ნამცხვარი ძალიან მარტივია მოსამზადებლად და მას არ სჭირდება კვერცხი. სულ რაღაც 30 - 40 წუთში შეგიძლიათ სტუმრებს გემრიელად გაუმასპინძლდეთ.
აგრეთვე ვნახავთ როგორ გავაკეთოთ შოკოლადის განაში, რაც უფრო გემრიელს ხდის ნამცხვარს. ამ ვიდეოში განაში გავაკეთეთ თეთრი შოკოლადისგან, თუმცა თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი შოკოლადი.
სოფის კულინარიუმი არის შექმნილი იმისთვის, რომ ახალ ახალი რეცეპტები გაგიზიაროთ.
თუ მოგეწონათ ვიდეო გთხოვთ გააზიაროთ, მოიწონოთ და იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები, გამოიწეროთ არხი.
ინგრედიენტები 6-7 ნაჭრისთვის:
- 190 გრ. ფქვილი
- 100 გრ. შაქარი
- 30 გრ. კაკაო
- 1 ს/კ. სოდა
- 70 გრ. ზეთი
- 15 გრ. ძმარი
- 240 მლ. ადუღებული წყალი
Shokoladis ganashi:
- 200 გრ. შოკოლადი (თეთრი ან შავი)
- 120 გრ. ნაღები.
მომზადების მეთოდი:
მოვათავსოთ ჭურჭელში ფქვილი, დავუმატოთ შაქარი, კაკაო, სოდა და შევურიოთ ერთმანეთში. შემდეგ დავუმატოთ ზეთი, ძმარი და ადუღებული წყალი და კარგად ავურიოთ. მასა გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 25 - 30 წუთი, 180 გრადუსზე.
შოკოლადის განაშისთვის დაგვჭირდება თეთრი ან შავი შოკოლადი (უმჯობესია შოკოლადის ღილები, რადგან ადვილად დნება). შოკოლადს მოვასხათ ადუღებული ნაღები (ყურადღება მიაქციეთ, რომ ნაღები დიდხანს არ ადუღოთ. როგორც კი წამოდუღდება ანუ გვერდებზე პატარა ბუშტუკებს გაიკეთებს გადმოვდგათ). გავაჩეროთ 3 - 4 წუთი და კარგად ავურიოთ, სანამ შოკოლადი მთლიანად არ დადნება. შევდგათ საყინულეში 25 - 30 წუთი. ამის შემდეგ კარგად გავთქვიფოთ მიქსერით და ჩვენი გემოვნებით შეგვიძლია მოვრთოთ namcxvari.
გემრიელად მიირთვით