Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

მობიტცის პირველი ტიპი (მეორე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, მობიტცი I) ვენკებახის ფენომენი

მობიტცის პირველი ტიპი (მეორე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, მობიტცი I) ვენკებახის ფენომენიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ეკგ სახელმძღვანელო მალე ხელმისაწვდომი იქნება ამ ბმულზე: ჩემი ფბ-პროფილი, თუკი შეკითხვები, იდეები გექნებათ: facebook.com/giorgi.ghoghoberidze.7 ეკგ მონიტორი - გიორგი ღოღობერიძე მობიტცის პირველი ტიპი (მეორე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, მობიტცი I) - ეკგ მონიტორი / EKG MONITORI მობიტცი პირველი (მობიტცი ერთი)- მეორე ხარისხის ავ ბლოკადა, ტიპი ერთი. ვენკებაქის პერიოდულობა (არასწორია ვენკებახის პერიოდულობა). ახასიათებს: PR ინტერვალის გახანგრძლივება გულის ყოველ ციკლში. PR ინტერვალის გახანგრძლივებას ვენკებაქის ფენომენი ეწოდება (და არა- ვენკებახის ფენომენი). მაქსიმალურ გახანგრძლივებას პარკუჭოვანი კომპლექსის გამოვარდნა მოყვება. მობიტცი ერთის მართვა: ატროპინი (მ-ქოლინობლოკატორი, ანტიქოლინერგული, პარასიმპათოლიზური) და იზოპროტერენოლი (იზოპრენალინი, იზუპრელი)- არასელექციური ბეტა-აგონისტი. მათი გამოყენება არ შეიძლება მიოკარდიუმის ქვედა კედლის ინფარქტის დროს. ვოლდამერ მობიტცი რუსი ექიმი იყო, რომელმაც სახელი გერმანიაში გაითქვა ბლოკადების შესწავლით. ფი-არ ინტერვალის თანდათანობით, პროგრესულ გახანგრძლივებას სამოილოვ-ვენკებაქის ან უბრალოდ ვენკებაქის ფენომენი ეწოდება. ჰოლანდიელი ფიზიოლოგისა და ანატომის- კარელ ფრედერიკ ვენკებაქის საპატივცემულად. ქართულ ლიტერატურაში არსებული ტერმინი „ვენკენბახი“ არასწორია. მიზეზები: • ანთებითი დაავადებები: ენდოკარდიტი, მიოკარდიტი, ლაიმის დაავადება, მწვავე რევმატული ცხელება; • ინფილტრაციული დაავადებები: ამილოიდოზი, ჰემოქრომატოზი, სარკოიდოზი. • მეტაბოლური დაავადებები: ჰიპერკალიემია, ჰიმერმაგნიემია, ადისონის დაავადება, ჰიპერთირეოიდიზმი, მიქსედემა, თირეოტოქსიკური პერიოდული პარალიზი • კოლაგენური დაავადებები: მაანკოლოზებელი სპონდილიტი, დერმატომიოზიტი, რევმატოიდური ართრიტი, სკლეროდერმა, სისტემური წითელი მგლურა, რეიტერის სინდრომი, შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება. • ეთანოლით მწვავე ინტოქსიკაცია; • გულის სიმსივნეები (მიქსომა, რაბდომიომა). Tags: mobitz I, mobitzi erti (meore xarisxis atrioventrikuluri blokada), arasruli atrioventrikuluri blokada, venkebaxis fenomeni, venkebaqis perioduloba. atropini. izoproterenoli (izoprenali, izupreli).
Мой аккаунт