Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

მესხები - თ. ჩაგელიშვილი - © Rustavi 2

მესხები - თ. ჩაგელიშვილი - © Rustavi 2У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი თომა ჩაგელიშვილის ახალი დოკუმენტური ფილმი მაჰმადიანი მესხების ისტორიას შეეხება. ფილმის მიმდინარეობის დროს მაყურებელი მესხთა ტრაგიკული ცხოვრების დეტალების თანამონაწილე გახდება. ინსცენირებებითა და ბატალური სცენებით მდიდარი ფილმი მაყურებელისათვის საინტერესო და ემოციურია. 1944 წლის 14 ნოემბერს საქართველოს სამხრეთ პროვინციის ხუთ რაიონში სატვირთო მანქანების უსასრულო რიგი გამოჩნდა. საბჭოთა კავშირის უშიშროების სამინისტროს ჯარის ქვედანაყოფებმა ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონებში მცხოვრებ მუსულმანებს სოფლის ცენტრებში თავი მოუყარეს. ასი ათასამდე ადამიანი სამხრეთ საქართველოს 220 სოფლიდან ერთ ღამეში აყარეს და შუა აზიის გზას გაუყენეს. ადგილობრივ მუსლიმანებს, ბრალი ნაცისტური გერმანიის მოკავშირე თურქეთთან თანამშრომლობასა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში ედებოდათ. გასახლების საიდუმლო ინსტრუქტაჟში ეს ხალხი თურქებად არიან მოხსებებულნი. ამ საიდუმლო ოპერაციის ავტორები კრემლის ორი ქართველი ლავრენტი ბერია და იოსებ სტალინი იყვნენ. ვინ არის ის ხალხი, ვისაც დღეს თურქ მესხებს უწოდებენ?
Мой аккаунт