Saturday, 20 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

მე ერთი რამე მაწუხებს მარად

მე ერთი რამე მაწუხებს მარადУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
მე ერთი რამე მაწუხებს მარად: ვაი თუ მოვკვდე ლოგინში წყნარად; ვაი თუ მოვკვდე ნელ-ნელა,ნაზად' მჭკნარი,უსულო ყვავილის მსგავსად... და როგორც ქრება სანთელი მკრთალი, მეც ისე მოვკვდე,დავხუჭო თვალი... არა ასეთი არ მსურს სიკვდილი! მე მინდა მოვკვდე ბრძოლით,ჭიდილით, მსურს მუხა ვიყო შეურიგალი, მაპობდეს მეხი,მგლეჯდეს გრიგალი. მთიდან კლდედ მოვწყდე უზარმაზარი, რომ ცა და მიწა შევძრა ზანზარით. როცა დაღლილი მძიმე უღელით ხალხი აღსდგება მკლავმოუღლელი, დროშებს დააწერს თავისუფლებას და ცა დროშებით დაიღრუბლება როცა მტრის რისხვად,ხალხთ საგახარად ყოველი მხრიდან დაჰკრვს ნაგარა, იქ ჩემი სისხლი დაიქცეს წმინდა, მე იმ ბრძოლაში სიკვდილი მინდა; და რომ მომხვდება ბასრი მახვილი უკანასკნელი ჩემი ძახილი, დე, დაიკარგოს ქვემეხთა ხმაში, დე, გაქაფული ცხენებით მაშინ ჩემს მკვდარ სხეულზედ გადითქარუონ' ოღონდ ჩამძახონ სასიხარულო მტრის დამარცხები ხმა დარხეული; დე,გადიქეოს ჩემი სხეული... შემდეგ იქნება დაღუპულთ გლოვაც, შემდეგ შეკრებენ ჩემს ძვალთა გროვას, ქარის ზუზუნში დროშებს გაშლიან, დროშებს ევლებათ შავი არშია... და დაგვმარხავენ სუყველას ერთად, მათ ვინც გატეხა სიმაგრე მტერთა, ვინც საოცნებო დროშა გაშალა , თავისუფლებას ვინც ენაცვალა...
Мой аккаунт