Tuesday, 16 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

მწერალი ნინო ხარატიშვილი სტუმრად მწერლებთან "სხვა შუადღეში"

მწერალი ნინო ხარატიშვილი სტუმრად მწერლებთან "სხვა შუადღეში"У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ვსაუბრობთ პროექტზე "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე" ქართველი და გერმანელი მწერლების შეხვედრებსა და მათ აქტიურ თანამშრომლობას ემსახურება. 2018 წელს ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება. სწორედ ამ დიდი და საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იგეგმება ორი ქვეყნის მწერლების გაცნობა, ერთობლივი საუბრები კითხვები და რეზიდენციები. თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი (29.05.-03.06.2017) ამ პროგრამის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს. პროექტით დაგეგმილია ლიტერატული საღამოები გერმანიიდან ჩამოსულ ცნობილ მწერლებთან: კატია ლანგე-მიულერთან, კლემენს მაიერთან, ულა ლენცესთან, ფოლკერ შმიდტთან, ოლგა გრიაზნოვასთან და კატია პეტროვსკაიასთან. ლიტერატურული საღამოების გარდა, გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა ორი პანელ-დისკუსია „ევროპა, როგორც იდეა“ და „Angry White Man“. პროექტის ავტორი და კურატორია ქართველ-გერმანელი მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი. 29 მაისიდან 3 ივნისამდე გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი და საქართველოს ეროვნული წიგნის ცენტრი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში ერთობლივად ახორციელებდნენ პროექტს "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე", რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
Мой аккаунт