https://youtu.be/Hjm2qp_dVdQ mariam cqvitinidze სიმღერა- "ჩემო ფერია" (კლასიკური ვარიანტი) რადიო "არ დაიდარდო" ს--- ექსკლუზივი...დამტკიცებულია საავტორო უფლება მუსიკა /მარიამ ცქვიტინიძე ლექსი/სოფი მღვდელაძე აღარ მოდიხარ... ირგვლივ მხოლოდ ცა და თოვლია... ცივია ფიქრი... მოგონება უკვე შორია... სთვლემენ დღეები, თეთრ გაზაფხულს აღარ ელიან... -აღარ მიყვარხარ! შენს პასუხად ჩემი ცრემლია... რომ მოგენატრო , დაბრუნება ნუთუ ძნელია? და ვიცი მაინც აღარ მოხვალ ჩემო ფერია... სთვლემენ დღეები თეთრ გაზაფხულს აღარ ელიან... -აღარ მიყვარხარ! შენს პასუხად ჩემი ცრემლია.. შენ იმ ცარიელ ადგილს მივსებ, სულში რომ მტკივა, შენი თვალების შუქი მათბობს,დღეს,როცა მცივა... იისფერ ცაზე გულს გაგიშლი ვარსკვლავთა მძივად, შენდამი ტრფობა,უნაპირო მწვერვალთან მივა... ქარიან დღეებს ემატება ფოთოლთა გმინვა, რა მელის:ფიქრთა მჭმუნვარება თუ ზამთრის ყინვა? და ვითომ ახლაც გრიგალივით ლექსებში ვბრწყინავ, არ ვიცი რისთვის მომავლინეს,არ ვიცი,ვინ ვარ... აღარ მოდიხარ... ირგვლივ მხოლოდ ცა და თოვლია... ცივია ფიქრი... მოგონება უკვე შორია... სთვლემენ დღეები, თეთრ გაზაფხულს აღარ ელიან... -აღარ მიყვარხარ! შენს პასუხად ჩემი ცრემლია...ჩემო ფერია''' (არანჟირება ზაზა გოჩიტაშვილი)