✖ TO OWNERS & COPYRIGHT HOLDERS: This channel is created to promote magnificent songs. Absolutely, NO COPYRIGHT INFRINGEMENT INTENDED. This CHANNEL CLAIMS NO RIGHTS OR OWNERSHIP over the contents posted. If you wish for a track to be removed, please let us know so we can remove it from our feed immediately)
[email protected]
მამუკა ონაშვილი ის სხვა
Joe Dassin A Toi, ტექსტი ზ. ხუციშვილის
ის სხვა, ამ ღიმილს ვერასოდეს გაჩუქებს,
უსიტყვოდ ვერასოდეს გაგიგებს,
იცოდე, რომ ვერ შემცვლის მე ვიღაც სხვა.
ის სხვა, ათასგვარ საოცრებას გპირდება,
ამბობს, რომ მუდამ შენი იქნება,
იცოდე გაგექცევა, გაფრინდება მალე ვიღაც სხვა.
დამიბრუნდი ისევ მე, გელოდები ისევ მე,
არა, ჩვენი სიყვარული არ ჩაქრება!
დამიბრუნდი ისევ მე, გელოდები ისევ მე,
ისევ მე, შენი ერთგული მე.
ის სხვა, ფანჯრებთან ვერასოდეს გიმღერებს,
წვიმაში ვერასოდეს გიცეკვებს,
ის შენთვის არ ჩაიდენს ბავშვურ სისულელეს.
თუ შენ ხვდები რომ დრო უაზროდ გავიდა,
ყველაფერი დავიწყოთ თავიდან,
შეცდომებს გაპატიებ, ჩვენს შორის აღარ იქნება სხვა.
დამიბრუნდი ისევ მე, გელოდები ისევ მე,
არა, ჩვენი სიყვარული არ ჩაქრება!
დამიბრუნდი ისევ მე, გელოდები ისევ მე,
ისევ მე, შენი ერთგული მე.
თუ მე ამ ღიმილს კიდევ ერთხელ გაჩუქებ,
უსიტყვოდ კიდევ ერთხელ გაგიგებ,
ვეცდები დაგავიწყო ის სხვა.
ის სხვა, ათასგვარ საოცრებას გპირდება,
ამბობს რომ მუდამ შენი იქნება,
იცოდე გაგექცევა, გაფრინდება მალე ვიღაც სხვა.
დამიბრუნდი ისევ მე, გელოდები ისევ მე,
არა, ჩვენი სიყვარული არ ჩაქრება!
დამიბრუნდი ისევ მე, გელოდები ისევ მე,
ისევ მე, შენი ერთგული მე.
ის სხვა, ის სხვა, ის სხვა.