mama basil axvlediani ID baratze მამა ბასილ ახვლედიანმა ID ბარათებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ინგა გრიგოლიას თოქშოუ „რეაქციაში" დააფიქსირა.
„გადაცემაში დასმულია კითხვა: აიდი ბარათი -- კონტროლი თუ კომფორტი? მე ვიტყოდი ეს არის კონტროლიც და კომფორტიც. ... კიბერტექნოლოგიებში გარკვეული ვარ და არ ვეწინააღმდეგები ტექნოლოებსა და ცივილიზაციას...
ეს საკითხი სამ ჭრილში განიხილება: სამართლებრივი, ტექნოლოგიური უსაფრთხოებისა და რელიგიური კუთხით. რელიგიურ ჭრილში დღეს ამ საკითხს ვერ განვიხილავთ, რადგან ეს გახლავთ ძალიან ღრმა რელიგიური მნიშვნელობის საკითხი, ბევრი სასულიერო პირისა და მორწმუნე საზოგადოების განსჯის საგანი. ...
მეცხრე არხმა გააჟღერა, რომ კიბერ ომი ატომურ ომზე უფრო ძლიერი, სახიფათოა და ძალიან ცუდი, ნეგატიური შედეგების მომტანი.
აქ იყო მოსაზრება და გეთანხმებით, დღესაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს იმის უფლებამოსილება, რომ ნებისმიერ ადამიანზე, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოიძიოს და დაამუშაოს პირადი ინფორმაციები, მაგრამ როდესაც ეს ხდება ავტომატურ რეჟიმში -- პერსონალური ინფორმაციის კატალოგიზაცია ერთ კონკრეტულ ბაზაში და იქმნება ნებისნიერი ადამიანის პროფილი მისი ნებართვის გარეშე, სჭირდებათ ეს ბაზა თუ არ სჭირდებათ, მაინც გროვდება?!
დავუშვათ, ხვალ მოვიდეს ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი ადამიანი და მათ ჩვენ ყველას ბაზირებულ ინფორმაციას ვაძლევთ, ამ შემთხვევაში მითხარით, შეიძლება თუ არა ეს იყოს ადამიანის წინააღმდეგ გამოყენებული იმ დროს, თუ ის პოლიტიკურად პროტესტს გამოხატავს იმ კონკრეტული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისადმი?! არის თუ არა ეს უკვე საფრთხე და პრევენცია თუნდაც ის, რომ ჩვენ ვითხოვთ იმ ალტერნატიულ ბარათს და არ გვინდა აიდი ბარათი, რომელიც ხვალ და ზეგ შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს ძალიან ცუდად.
არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ემხრობა აიდი ბარათს და ნაწილი, რომელიც ითხოვს ალტერნატივას.