მე შენთვის გრძნობები არ მითხოვია
და არც შენს სიყვარულზე არ მილოცია,
საერთოდ შენთან ყოფნა არც მიფიქრია
შენ კი ჩემს გულში სუფრა გაგიშლია...
ცეცხლი დაგინთია,მწვადი შეგიწვია,
სამწვადე ჩემი გულის კუნთზე აგიჭრია,
შამფურზე აგიგია,მარილი მოგიყრია
და ნაკვერჩხალზე გიტრიალებია...
გულში ჩემზე ბოღმა რად ჩაგიდია,
განა მე შენთვის ცუდი რა მიქმნია,
თუ კი ერთი ფრაზა შენთვის მომიძღვნია,
ეს გული საჯიჯგნად კი არ მომიგდია...
არა!არ გესმის!...,არც გინდა გაიგო...
საერთოდ რა არის ან თუნდაც რა იყო...
ადრე სიყვარულით სავსე ზღვა იყო,
ეხლა კი ჩემი გული სევდით აივსო...
ჩემამდე მოსასვლელი გზები გაიყო
რაც კი აქ იყო,თითქოს არ იყო,
მითხარი ასპარეზი რატომ დაგითმო..
მითხარი არ ჯობს რომ,საცინად აგიგდო?
თუ კი ხარ სასაცილო აბა რა გიყო,
აღარ ვტირი და აღარც დაგცინო?..
დასაწყევლი ხარ,როგორ დაგწყევლო,
ან საგინებელი როგორ გაგინო...
მე ხომ არა ვარ შენსავით მდაბიო,
ან თავი შენსავით რატომ გავწირო,
რად გავაკეთო საქმე სამარცხვინო,
ვის ავაგდებინო თავი სასაცილოდ...
არ მაქვს სურვილი რომ დაგამცირო,
მინდა ყველაფერი ისევ გაპატიო
და რომ არ მინდა ცრემლი კვლავ მადინო,
თხოვნით მოგმართავ......ჩემგან დაახხვიო! : )))
ავტ. კობა ბიჭაშვილი. 20/09/2011