Tuesday, 16 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

კათოლიკოს პატრიარქის ეფრემ მეორის წერილი კონსტანტინე გამსახურდიას

კათოლიკოს პატრიარქის ეფრემ მეორის წერილი კონსტანტინე გამსახურდიასУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
კათოლიკოს პატრიარქის ეფრემ მეორის წერილი კონსტანტინე გამსახურდიას ბატონო კონსტანტინე! დიდი მწუხარება გეწვია და ეწვია მთელს შენს ოჯახს.ოჯახის დედა გარდაიცვალა! ამ დროს,ყველას უჭირს სიტყვა ნუგეშისცემისა,რა ვქნათ,--„ვერა დაიჭერს სიკვდილსა,გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი"ყველას,ძალისა და ღონის მიხედვით,კუთვნილი ჯვარი აქვს ღვთისგან მინიჭებული. უნდა სულგრძელებით ზიდოთ განგებისაგან თქვენ თქვენ ქედზედ დადებული ჯვარი. უნაყოფო არ არის ეს ჯვარი ამ გაგებით--„რკინას ცეცხლი აფოლადებს,ადამიანს განსაცდელი!" ისეთი რაიმე არ მომხდარა თქვენს ოჯახში რაც სხვას არ მოსვლოდეს, ან მის მოლოდინში არ იყოს;ღმერთმა მოგცათ და მანვე წაიყვანა იმ გაგებით (ღვთის განგებას ვერვინ შეცვლის),რომ შევხვდეთ იქ მარადიული ცხოვრებისათვის, „სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი" და ბოლოს ბატონო კონსტანტინე, ვევედრები სულთა და ხორცთა მფლობელს, რომლის სახელთა შინა არიან სულნი ჩვენნი--ქართველთ გექმნეთ ნუგეშის მცემელთ ხოლო გარდაცვალებულსა ქ--ნ მირანდას განუსვენოს საყოფელსა მართალთასა. ნებითა ღვთისაითა კათოლიკოს პატრიარქი ეფრემ მეორე, მამა შვილურად გეხვევით და დაგიკოცნით მირონ ცხებულ შუბლს და ოქროდმეტყველ ბაგედ. 1970.2.11
Мой аккаунт