Saturday, 20 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

"ქართველი კაცი ყველგან უნდა შედიოდეს" - თბილისში უცხოური ღამის კლუბები დაარბიეს

"ქართველი კაცი ყველგან უნდა შედიოდეს" - თბილისში უცხოური ღამის კლუბები დაარბიესУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
"qartveli kaci yvelgan unda shediodes" - tbilisshi ucxouri gamis klubebi daarbies. 10 ნოემბერს, ღამით, ახალგაზრდების ჯგუფმა თბილისში მდებარე ირანული და თურქული ბარები და სტრიპტიზ-კლუბები დაარბია. აქციის ამსახველ ვიდეომასალას "ღია ბოქლომი" ავრცელებს. ვარდების მოედანზე მდებარე რამდენიმე ღამის კლუბში 30-მდე მამაკაცი ქართველი ქალების პროსტიტუციაში ჩართვას და აღნიშნულ დაწესებულებებში ეთნიკური ნიშნით შესვლის აკრძალვას აპროტესტებდა. "ჩვენ, ქართველები თავს არ დავიჩაგრავთ. უცხო ეროვნების ხალხი რომ ჩამოდის და ჩვენ სტუმართმოყვარე ერი ვხვდებით, ვითხოვთ, ისევე მოგვექცნენ" - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ. აქციაში მონაწილეობდა ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი ირაკლი წერეთელი, რომელმაც ასევე გააპროტესტა უცხოურ დაწესებულებებში ქართველი მამაკაცების არდაშვების ფაქტი. "საქართველოში ქართველი კაცი ყველგან უნდა შედიოდეს" - აღნიშნა წერეთელმა საუბრისას. ღამის კლუბებთან შეკრებილმა ახალგაზრდებმა პეტარდები დაანთეს და სკანდირებდნენ: "საქართველოს გაუმარჯოს".
Мой аккаунт